კონფიდენციალურობა

Dakhli მადლობას გიხდით ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის და გაცნობებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია სერვისების სრულყოფილად უზრუნველსაყოფად. „თანხმობის“ ღილაკზე დაჭერით ადასტურებთ, რომ Dakhli-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

რა მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ?

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა შეკვეთილი პროდუქციის დროული მიწოდებისთვის, კომუნიკაციის გამარტივებისთვის, სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და აქციებისა თუ შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

  • სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
  • ავტომატურად: IP, მოწყობილობის/ბრაუზერის ტიპი, ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა.

როგორ და რამდენ ხანს ვინახავთ?

მონაცემებს ვაგროვებთ შეკვეთის/რეგისტრაციის ფორმებით, ელ. ფოსტით, სატელეფონო კომუნიკაციით, Cookies და Google Analytics-ის მეშვეობით. ინფორმაცია ინახება დაცულად 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც წაიშლება ან განადგურდება.

ვინ აქვს წვდომა?

მხოლოდ Dakhli-ის ავტორიზებულ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეკვეთებისა და სერვისის შესრულებაზე.

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, განახლება ან წაშლა კანონით განსაზღვრული წესით. თუ არ ეთანხმებით პოლიტიკას, გთხოვთ შეწყვიტოთ Dakhli-ის სერვისებით სარგებლობა.