ახალი Google Pixel 11 სერიის მიმოხილვა

Updated on
შეადარეთ Google Pixel 11, 11 Pro, 11 Pro XL და 11 Pro Fold — ეკრანი, კამერა, ბატარეა და პროცესორი. შეარჩიეთ ქეისი და ეკრანის დამცავი დახლში.

Pixel 11-ის არჩევა ერთი მარტივი კითხვით დაიწყეთ — რამდენად დიდი ეკრანი გჭირდებათ ყოველდღიურად? Pixel 11 და Pixel 11 Pro ზომით ახლოსაა, მაგრამ განსხვავებული კამერები აქვს. Pixel 11 Pro XL იმავე Pro კამერებს უფრო დიდ ეკრანთან აერთიანებს, ხოლო Pixel 11 Pro Fold გაშლისას 8-დუიმიან სამუშაო სივრცეს გთავაზობთ. ოთხივე მოდელს ერთი და იგივე Google Tensor G6 პროცესორი აქვს, ამიტომ არჩევანისას ყველაზე მეტად ეკრანს, კამერასა და კორპუსს უნდა დააკვირდეთ. blog.google

ეკრანი — 6.3 დუიმიდან 8 დუიმამდე

Pixel 11 და Pixel 11 Pro ორივე 6.3-დუიმიანია. განსხვავება ეკრანის ტექნოლოგიაშია. სტანდარტული Pixel 11-ის Actua OLED ეკრანი 60–120 ჰერცის დიაპაზონში მუშაობს, Pro-ს Super Actua LTPO OLED ეკრანი კი უფრო მაღალი გარჩევადობით გამოირჩევა და განახლების სიხშირეს 1-დან 120 ჰერცამდე ცვლის. ყოველდღიური მიმოწერის, ნავიგაციისა და სოციალური ქსელებისთვის ორივე ზომა მოსახერხებელია. Pro განსაკუთრებით საინტერესოა, თუ იმავე ზომის ტელეფონში უფრო მკვეთრი ეკრანი გინდათ.

Pixel 11 Pro XL-ის 6.8-დუიმიანი ეკრანი კარგია, თუ ტელეფონზე ხშირად კითხულობთ, ფოტოებს ამუშავებთ ან ვიდეოს უყურებთ. Pixel 11 Pro Fold-ს დაკეცილ მდგომარეობაში 6.5-დუიმიანი გარე ეკრანი აქვს, გაშლისას კი 8-დუიმიან ეკრანზე შეგიძლიათ, მაგალითად, ერთ მხარეს დოკუმენტი გახსნათ და მეორეზე წერილს უპასუხოთ. store.google.com

პროცესორი — Tensor G6 ოთხივე მოდელში

Google Tensor G6 მთელ Pixel 11 სერიაში გამოიყენება. თუ ყველაზე მეტად Pixel-ის კამერის პროგრამული ფუნქციები და Gemini გაინტერესებთ, საწყის მოდელშიც იმავე პროცესორს მიიღებთ. სტანდარტულ Pixel 11-ს 12 GB ოპერატიული მეხსიერება აქვს. Pro-სა და Pro XL-ში კონფიგურაციის მიხედვით 12 ან 16 GB შეგხვდებათ, Pro Fold-ს კი 16 GB აქვს. Google სერიისთვის შვიდწლიან პროგრამულ და უსაფრთხოების განახლებებს ითვალისწინებს. Gemini-ის ცალკეული ფუნქციების ხელმისაწვდომობა ქვეყანასა და ენაზეა დამოკიდებული. store.google.com

კამერა — 5× ოპტიკური ზუმი სტანდარტულ Pixel 11-შიც

Pixel 11-ს სამი უკანა კამერა აქვს — 48 MP მთავარი, 13 MP ულტრაფართო და 10.8 MP ტელეფოტო 5× ოპტიკური ზუმით. თუ მოგზაურობისას ხშირად იღებთ შენობის დეტალებს ან ობიექტს, რომელთანაც ახლოს ვერ მიდიხართ, ცალკე ზუმის კამერა უკვე საწყის მოდელშიც დაგხვდებათ. store.google.com

Pixel 11 Pro და Pro XL ერთსა და იმავე უკანა კამერებს იყენებს — 50 MP მთავარს, 48 MP ულტრაფართოს და 48 MP ტელეფოტოს 5× ოპტიკური ზუმით. თუ კამერა პრიორიტეტია და 6.3-დუიმიანი ტელეფონი გირჩევნიათ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი Pixel 11 Pro აირჩიოთ. Pro Fold-სსაკუთარი კამერების სისტემა აქვს — 48 MP მთავარი, 10.5 MP ულტრაფართო და 10.8 MP ტელეფოტო 5× ოპტიკური ზუმით. store.google.com

კორპუსი — ზომა, რომელსაც ყოველდღე იგრძნობთ

Pixel 11 და Pixel 11 Pro შედარებით მცირე ზომის მოდელებია. Pro XL-ის დიდი ეკრანი ფოტოებისა და ვიდეოსთვის კომფორტულია, თუმცა ყიდვამდე დაფიქრდით, რამდენად ხშირად იყენებთ ტელეფონს ერთი ხელით. Pro Fold წინა თაობის დასაკეც Pixel-ზე თხელი და მსუბუქია. თუ ძირითადად გარე ეკრანს იყენებთ და ტელეფონს მხოლოდ ხანდახან შლით, დაფიქრდით, რამდენად ხშირად დაგჭირდებათ ის დამატებითი სივრცე. ოთხივე მოდელს მტვრისა და წყლის მიმართ IP68 რეიტინგიაქვს. store.google.com

Pixel 11-ის ქეისები და ეკრანის დამცავები დახლში

ქეისის არჩევისას დაფიქრდით, რა გაწუხებთ ყველაზე ხშირად. თუ ტელეფონის ფერის გამოჩენა გინდათ, გამჭვირვალე ქეისი გამოგადგებათ. თუ ვიდეოზარებისას ტელეფონს მაგიდაზე აყრდნობთ, ჩაშენებული სადგამი უფრო პრაქტიკულია. ხოლო თუ ტელეფონი ხშირად გასაღებებთან ერთად გიდევთ ჩანთაში, ეკრანის დამცავი შუშა ნაკაწრების რისკს შეამცირებს. Dakhli

Google Pixel 11-ისთვის

Spigen Ultra Hybrid MagFit გამჭვირვალე ქეისია, რომელიც ტელეფონის ფერს აჩენს და თავსებადი მაგნიტური აქსესუარების მიმაგრების საშუალებას გაძლევთ. ეკრანისთვის შეგიძლიათ დაამატოთ Spigen GLAS.tR EZ Fit Pro დამცავი შუშა. Dakhli

Google Pixel 11 Pro-სთვის

Spigen Tough Armor AI MagFit შეგიძლიათ შეარჩიოთ, თუ უფრო გამძლე კონსტრუქციის ქეისს ეძებთ. ეკრანის დამცავიც შეარჩიეთ Pixel 11 Pro-ს სრული დასახელებით. Pixel 11-სა და 11 Pro-ს ეკრანის დიაგონალი ერთნაირია, აქსესუარის თავსებადობა კი პროდუქტის გვერდზე მითითებული მოდელით უნდა გადაამოწმოთ. Dakhli

Google Pixel 11 Pro XL-ისთვის

თუ 6.8-დუიმიან ეკრანს ხშირად იყენებთ ვიდეოების სანახავად, Spigen Tough Armor AI MagFit-ის ჩაშენებული სადგამი ტელეფონის მაგიდაზე დასადგმელად გამოგადგებათ. ეკრანისთვის GLAS.tR EZ Fit Pro-ს ცალკე, Pro XL-ის ვერსია აქვს. Dakhli

იხილეთ Google Pixel-ის ქეისებისა და ეკრანის დამცავების კოლექცია დახლში

საბოლოოდ, რომელი Pixel 11 ავირჩიოთ?

  • Pixel 11 — თუ ყოველდღიური გამოყენებისთვის 6.3-დუიმიანი ტელეფონი გინდათ და კამერაში 5× ოპტიკური ზუმიც გჭირდებათ.
  • Pixel 11 Pro — თუ იმავე ზომაში Pro კამერები და უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანი გირჩევნიათ.
  • Pixel 11 Pro XL — თუ დიდი ეკრანი, Pro კამერები და უფრო სწრაფი სადენიანი დატენვა გინდათ.
  • Pixel 11 Pro Fold — თუ ხშირად გჭირდებათ ორი აპი გვერდიგვერდ და გინდათ, ტელეფონი საჭიროებისას 8-დუიმიან ეკრანად გაშალოთ.